(+995 32) 2 945 808

გამიჯვნის (გაყოფის) ნახაზის შედგენა

გამიჯვნის (გაყოფის) ნახაზის შედგენა
მიწის ნაკვეთის გაყოფისას, როცა მიწის ნაკვეთი ერთი პირის საკუთრებაა, წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
გ) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი; (შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკვეთოთ)
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის   დამდასტურებელი საბუთი;

მიწის ნაკვეთის გაყოფისას, როცა მიწის ნაკვეთი თანასაკუთრებაა (და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად იცვლება თანამესაკუთრეთა ნაწილობრივი მონაცემები) წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
გ) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის  ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი; (შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკვეთოთ)
დ) თანამესაკუთრეების საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაყოფის შესახებ ხელშეკრულება ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება ან განჩინება;
ე) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;