(+995 32) 2 945 808

შიდა აზომვითი ნახაზის შედგენა

დღევანდელ რეალობაში ზემოთ აღნიშნულ მომსახურებას ფართო გამოყენება გააჩნია, უპირველეს ყოვლისა შიდა აზომვითი ნახაზი (შეგიძლიათ დაუკვეთოთ ჩვენთან) გამოიყენება საჯარო რეესტრში უძრავი ქონების შიდა ფართობის დაზუსტების ან პირველადი რეგისტრაციისას.

ფართობის დაზუსტება ძირითადად ესაჭიროება ისეთი ბინის ან საკუთარი სახლის მეპატრონეებს, რომელთა ამონაწერში მითითებულ ფართობში არ არის შესული სამზარეულოს, მისაღების, ლოჯიის, მიშენების და აივნის ფართობები. შიდა აზომვისას დეტალურად ხდება ბინის აზომვა ლაზერული ხელსაწყოებით, კომპიუტერული დამუშავების შემდეგ კი ბინის მესაკუთრეს გადაეცემა მისი საკუთრების (ბინის, სახლის) უზუსტესი გეგმა, სადაც მითითებულია ყველა ოთახის ფართი და მათი საერთო ჯამი.

აზომვითი ნახაზი შემდგომ მიაქვს მესაკუთრეს საჯარო რეესტრში და შესაბამისი მოსაკრებელის გადახდის შემდგომ 4 სამუშაო დღეში არეგისტრირებს მისი უძრავი ქონების მთლიან ფართობს.