(+995 32) 2 945 808

ხელსაწყოები

comp1

 

მაღალი სიზუსტის გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ხელსაწყო “Leica Viva GS08 net rover” მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუდმივად ჩართული (CORS) – ის პროექტის (GPS) ბაზების გამოყენებით და იძლევა + – 1 სმ. სიზუსტის კოორდინატებს. გამოიყენება მიწის ნაკვეთის საზღვრების დაკვალვის (ადგილზე ზუსტად განსაზღვრის) დროს, ასევე მაღალი სიზუსტის ტოპოგრაფიული გეგმებისა და სხვა სამგანზომილებიანი მოდელების მისაღებად.

 

comp2

 

 

 

 

მაღალი სიზუსტის ელექტროტაქეომეტრი “Leica TS06-ultra” მოქნილი და ზუსტი საამზომველო ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხდება ურთულეს რელიეფურ თუ ბუნებრივ პირობებში მაღალი სიზუსტის სამუშაოების შესრულება. გამოიყენება ნებისმიერი გეოდეზიური სამუშაოების შესრულებისათვის.

 

comp3

 

 

 

მიმღები Zenith10 & Zenith20 seria- Zenith10/20 არის მომავალზე გათვლილი მსოფლიო დონის მიმღები რომელიც მხარს უჭერს:

GPS,
Glonass,
Galileo
BeiDou GNSS სისტემებს.

კომპაქტური დიზაინი, GSM და UHF მოდულები, მტვერგაუმტარი და წყალგაუმტარი კორპუსით, გვაწდის შესრულების მაქსიმალურ სიზუსტეს.

 

 

GeoMax Zoom 30 Pro, Zoom35 Pro -ეს მოდელები არის ტაქეომეტრები, რომლებშიც კომბინირებულია მაქსიმალური ფუნქციონალურობა და ინტერფეისის სიმარტივე. სწრაფი დაკვალვის ფუნქციით, სანავიგაციო განათების სისტემით NavLight™, რეფლექტორის გარეშე 600 მ-დე გაზომვის რეჟიმით, მარტივად USB ფლეშ მოწყობილობაზე ინფორმაციის გადატანით, დიდი 3,5“ სენსორული დისფლეით, სანდო ოთხ ღერძიანი კომპენსატორით, შიდა Bluetooth ტექნოლოგიით – არის დღეისათვის ერთერთი უმაღლესი კლასის ტაქეომეტრი. სრული პროგრამების კომპლექტით გვაძლევს საშუალებას სწრაფად და მარტივად შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამუშაო, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

comp4comp5