(+995 32) 2 945 808

არქიტექტურული მომსახურება

არქიტექტურა და ხელოვნება ზოგადად მოწოდებულია იმისათვის, რომ ის გარემო სადაც ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს იყოს მშვენიერი, მოხერხებული, ადამიანმა თავი იგრძნოს ბედნიერად და გახდეს უფრო კეთილშობილი.
ჩვენი სპეციალისტები შეეცდებიან ბოლომდე ჩაწვდნენ თქვენს სურვილებსა და შეხედულებებს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს შინაგან მსოფლმხედველობას და იქნება მაღალმხატვრული ღირებულების.

კომპანია  გთავაზობთ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი შენობების პროექტირების სრულ პაკეტს:

  • ესკიზური პროექტი
  • მუშა დოკუმენტაცია
  • კონსტრუქციული პროექტი

პროექტზე მუშაობა იწყება ობიექტის შესწავლით და აზომვით, ნახაზის შექმნით. ამის შემდეგ შეიქმნება სავარაუდო მონახაზი და ხარჯთაღრიცხვა , მისი წინასწარი შეთანხმების შემდეგ იწყება პროექტის ძირითადი არქიტექტურული ნაწილის შედგენა, კომუნიკაციების გათვლა, ცივი და ცხელი წყალმომარაგება, სატელეფონო, სატელევიზიო და სხვა საკომუნიკაციო ქსელები. ყველაფერი ეს აისახება საინჟინრო ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

      დამკვეთთან ურთიერთობა ხორციელდება ეტაპობრივად შემდეგი წესით:

I ფაზა – მოლაპარაკების პერიოდი

  1.   შეკვეთის პირველადი განაცხადი.
  2. ობიექტის შესწავლა ექსპერტების დონეზე
  3. შეკვეთის ხელშეკრულების გაფორმება
  4. საპროექტო სამუშაოს მოცულობის, ვადების და ფასების შეთანხმება

II ფაზა – დაკვეთის შესრულება

  1.    ავანსის გადახდა
  2. სამუშაოს ეტაპობრივი შესრულება
  3. სამუშაოს შემდეგი ეტაპის დაფინანსება
  4. ეტაპების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება

III ფაზა – სამუშაოს დასრულება

  1. საერთო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და საბოლოო ანგარიშსწორება