(+995 32) 2 945 808

03.02.2012 იანვრის ტენდენციები უძრავი ქონების ბაზარზე…

03 02 2012

2012 წლის იანვრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყ­ნის მას­შ­ტაბით 32 450 ერთეული შეად­გი­ნა…

ა.წ. იანვარი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის იან­ვარ­თან (19 350 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შე­დარებით – 67.7%-ით, 2008 წლის იანვართან (21 798 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – 48.9%-ით, 2009 წლის იანვართან (15 839 ერ­თეული სარეგისტრაციო ტრან­ზაქცია) შე­და­­რე­ბით – 104.9%-ით, 2010 წლის იანვართან (20 946 ერთე­უ­ლი სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – 54.9%-ით და 2011 წლის იანვართან (27 864 ერთე­უ­ლი სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – 16.5%-ით…

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის კლება (32.9%-ით) უჩვეულო არაა სეზონური ფაქტორის გათვალისწი­ნე­ბით: თვეებს შორის დეკემბერი უძრავი ქონების ბაზარზე მაქ­სი­მალური აქტიურობით გამოირჩევა, ხო­ლო იანვარი – მინიმალურით…

2012 წლის იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაი­ზარ­­და და დაფიქსირდა 1.046 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.898) მნიშვნელოვნად აღე­მატება…

აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები შემცირდა წინა თვესთან შედარებით (შე­სა­ბა­მი­სად 35.4%-ით და 32.3%-ით), ხოლო გაიზარდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბა­მი­სად 10.9%-ით და 17.7%-ით). 2012 წლის იანვრის თვეში პირველადი სა­რე­გისტრაციო ტრანზაქციების რა­ო­დენობამ – 5 747, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რა­ო­დე­ნობამ – 26 703 ერთეული შეადგინა, სარე­გის­ტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესა­ბა­მი­სად 0.618 და 1.230 დონეებზე დაფიქ­სირ­და…

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანა­ფარდობას, უმნიშ­ვ­ნე­ლოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. იანვარში განხორციელებული სა­რეგისტრაციო ტრან­ზაქ­ციების 82.3%-ს მეორადი, ხოლო 17.7%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრან­ზაქ­­ცი­ე­ბი შეად­გენ­­დ­ნენ (2011 წლის იანვარში კი – შესაბამისად 81.4% და 18.6%)…